მარტი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
  
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














EaP მოკლედ

ევროკავშირს სასიცოცხლო ინტერესი ამოძრავებს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობის, უკეთესი მმართველობისა და ეკონომიკური გავითარებისათვის. ასევე, ჩვენი პარტნიორები აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას ესწრაფვიან. აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP)ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) მიღწევებს ავითარებს.  ENP 2004 წლიდან მოქმედებს. იგი მიმართულია 16 სამხრეთ და აღმოსავლეთ მეზობელ სახელმწიფოზე და მისი მიზანია უსაფთხოებისა და სტაბილურობის განვითარება, ისევე როგორც ახალი გამოყოფი ხაზების თავიდან აცილება გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის.

ევროკავშირის ბოლოდროინდელმა გაფართოებამ შეამცირა გეოგრაფიული მანძილი და ჩამოაყალიბა საერთო საზღვარი აღმოსავლეთ ევროპის სამ სახელმწიფოსთან. ამავროულად, ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფოებმა დიდი გზა განვლეს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გასავითარებლად. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერილმა რეფორმებმა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაუახლოვა ეს ქვეყნები ევროკავშირს. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა საქართველოში წარმოაჩინა ამ ცვლილებების მოწყვლადობა და ევროკავშირის უსაფრთხოებისათვის მის საზღვრებს მიღმა არსებული მდგომარეობის მნიშვნელობა.

ამგვარად, ევროკავშირმა გადაწყვიტა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გაღრმავება და აღმოსავლელი პარტნიორებისათვის მკაფიო პოლიტიკური გზავნილისგაგზავნა ევროკავშირის სოლიდარობის შესახებ, მათი დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკის რეფორმებისა და სახელმწიფო და ტერიტორიული ხელშეუხებლობის კონსოლიდაციის მხარდაჭერასთან ერთად. 2008 წლის დეკემბერში ევროპულმა კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის წინადადება წამოაყენა - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სპეციალური აღმოსავლური განშტოება, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ურთიერთობის გაღრმავებას. ამ ახალი ინიციატივის მთავარი პრინციპია მაქსიმუმი შესაძლებლობების შეთავაზება იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სინამდვილისა და რეფორმების მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც თითოეულ პარტნიორ სახელმწიფოში ვითარდება.

2009 წელს პრაღაში ამოქმედდა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა ამბიციური მიზნით - პოლიტიკური კავშირისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. მასში იგულისხმებოდა ასოციაციის ახალი ხელშეკრულებები, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო ზონების გაფართოება და ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროკავშირის ეკონომიკაში. აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე ქმნის ევროკავშირთან გამარტივებული მიმოსვლის შესაძლებლობას სავიზო რეჟიმის ეტაპობრივი ლიბერალიზაციით არალეგალური იმიგრაციის საწინააღმდეგო ზომებთან ერთად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნები

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებია:

  1. პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოება პოლიტიკურად და ეკონომიკურად
  2. უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობა
  3. სამოქალაქო სექტორსა და მთავრობებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა
  4. ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზით გრძელვადიანი პერსპექტივითა და ინდივიდუალური მიდგომით, მას შემდეგ, რაც საჭირო პირობები დაკმაყოფილდება
  5. ენერგო-უსაფრთხოების გაძლიერება
  6. სექტორის რეფორმისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა

აღმოსავლეთ პარტიორობის ფასეულობები

აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ფუნდამენტურ ფასეულობებს (აღსანიშნავია ევროპის საბჭოს კონვენციებით განმტკიცებული პრინციპები), მათ შორის:

  • დემოკრატია და კანონის უზენაესობა
  • ადამიანის უფლებათა პატივისცემა & ძირითადი თავისუფლებები
  • თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა მდგრადი განვითარებით

როგორ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობა?

აღმოსავლეთ პარტნიორობა მუშაობს ორი გზით: ორმხრივი და მრავალმხრივი. ორმხრივი გზა ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაახლოებას უწყობს ხელს. ეს მოიცავს ასოციაციის შეთანხმებების მოსამზადებლად სახელშეკრულებო ურთიერთობების გადახალისებას; ფართო და მოცულობით თავისუფალ სავაჭრო ზონებზე მოლაპარაკებას; პროგრესულ სავიზო ლიბერალიზაციას უსაფრთხო გარემოში; თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის ენერგო-უსაფრთხოების გასავითარებლად; ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერას თითოეულ პარტნიორ სახელმწიფოში და საზღვრებს მიღმა. დეტალური ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამები მუშავდება თითოეული პარტნიორის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმების განხორციელების მიზნით.

მრავალმხრივი გზა ქმნის თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ახალ სტრუქტურას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი პლატფორმა ევროპული კომისიით სათავეში მასპინძლობს კონკრეტულ სამიზნეზე ორიენტირებულ სხდომებს, სადაც იმართება ღია და თავისუფალი დისკუსიები.

თანამშრომლობის ოთხი სფერო მოიცავს:

  1. დემოკრატიას, ეფექტურ მმართველობასა და სტაბილურობას
  2. ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობას
  3. გარემო, კლიმატის ცვლილებასა და ენერგო-უსაფრთხოება
  4. ხალხთაშორის კონტაქტს

თითოეულ პლატფორმას შემუშავებული აქვს ის ძირითადი რეალისტური მიზნები, რომელთაც აქტიური წვლილი შეაქვს აღმოსავლეთ პარტიორობის პროგრამაში. ამ მიზნების აღსასრულებლად შემუშავებულია სამუშაო პროგრამები, რომელთა გეგმაშიც წარმოდგენილია განხილვის პროცესი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ შემდეგი ბმული:

http://eeas.europa.eu/eastern/platforms/index_en.htm

ფლაგმანი ინიციატივები

ამას გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობამ აამოქმედა ფლაგმანი ინიციატივები, სპეციალური პროგრამები, რომელთა მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მხარდაჭერა და კონკრეტული შედეგების მიღება;

  • საზღვრის მართვის ერთიანი პროგრამა
  • მცირე და საშუალო ბიზნეს შესაძლებლობა
  • რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზარი, გაუმჯობესებული ენერგო ეფექტურობა და განახლებადი ენერგო-რესურსების უფრო ხშირი გამოყენება
  • ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და მათზე რეაქცია
  • ეფექტური გარემო მმართველობის ხელშეწყობა

ფლაგმან ინიციატივებზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ შემდეგი ბმული:

http://eeas.europa.eu/eastern/initiatives/index_en.htm

დაფინანსება

ევროპული საბჭოს 2009 წლის აღმოსავლეთის პარტნიორობის დეკლარაციის შესაბამისად, ევროკავშირი ზრდის ფინანსურ დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების აღსასრულებლად.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული თანამშრომლობის ახალი საჭიროებებისათვის, კომისიამ გამოყო 600 მილიონი ევრო 2010-2013 წლებისათვის, მათ შორის 350 ევრო ახალი დაფინანსება. თუმცა, ყველა დაფინანსება, გამოყოფილი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ექვსი პარტნიორი ქვეყნის პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში განხილულ უნდა იქნას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდამჭერი დაფინანსება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კონკრეტული პროექტების შესახებ იხილეთ ბმული:

http://www.enpi-info.eu/indexeast.php?lang_id=450

შეხვედრის გრაფიკი

აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურების შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ყოველ წელს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ პლატფორმაში ჩატარდება რეგულარული, (6 თვიანი) სამიზნეზე ორიენტირებული სესიები, რომლებიც ღია და თავისუფალ დისკუსიებსა და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

თითოეული პლატფორმის ფარგლებში შექმნილია პანელები, სადაც ექსპერტები იკრიბებიან სპეციფიკური საკითხების განსახილველად. დღეისათვის, რამდენიმე პანელი არსებობს:

  • ერთიანი საზღვრის მართვის პანელი
  • ანტი-კორუფციული პანელი
  • სასამართლო რეფორმის პანელი
  • საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის პანელი
  • ვაჭრობის პანელი
  • მცირე და საშუალო ბიზნეს პოლიტიკის პანელი
გარემოსა და კლიმატის ცვლილების პანელი