აგვისტო 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
   
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














სხვა ინფორმაცია

სამუშაო ჯგუფი 1: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა

შესავალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (სსფ) სამუშაო
ჯგუფი „დემოკრატია, ადმიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და
სტაბილურობა“ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატური პლატფორმა 1-ის
დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე - დემოკრატია, ეფექტური
მმართველობა და სტაბილურობა.

ის მუშაობს იმ სფეროებზე, რომლებსაც პლატფორმის ფარგლებში მოქმედი
სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვნად თვლის. ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება
რომ სათაურში დაემატებინათ „ადამიანის უფლებებიც“ და მათი რჩევით პირველი
თემატური პლატფორმის დასახელებაც შეიცვლება.

პირველი სამუშაო ჯგუფის მიზნები

პირველ სამუშაო ჯგუფს მიაჩნია რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა პარტნიორ
ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.
ა. სტაბილური დემოკრატიული სტრუქტურების განვითარების გზით;
ბ. სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით ისეთ
სფეროებში როგორიც არის:
1. ადამიანის უფლებები
2. საარჩევნო სტანდარტები
3. მედიის თავისუფლება
4. კორუფციის აღკვეთა
5. ტრენინგი
6. ადგილობრივი ხელისუფლებების ქსელის შექმნა

ამ სამუშაო ჯგუფში ჩართული მუშაობის მდგომარეობით პირველი სამუშაო ჯგუფის
კოორდინატორებმა გადაწყვიტეს ჯგუფის საქმიანობა გაენაწილებინათ შემდეგ
ქვეჯგუფებს შორის მათივე რეკომენდაციების საფუძველზე:
1. სასამართლო სისტემის რეფორმა (პლატფორმის სამუშაო პროგრამისა და სხვა
აქტივობების საფუძველზე)
2. საჯარო ადმინსტრაციის რეფორმა (პლატფორმის სამუშაო პროგრამისა და სხვა
აქტივობების საფუძველზე)
3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (პლატფორმის სამუშაო პროგრამისა და სხვა
აქტივობების საფუძველზე)
4. ვიზის ფასილიტაციის ჯგუფი (ფორუმის მონაწილეთა თხოვნის საფუძველზე)
5. მედია (ფორუმის მონაწილეთა თხოვნის საფუძველზე)
6. ადამიანის უფლებები (ფორუმის მონაწილეთა თხოვნის საფუძველზე)

ქვეჯგუფების მიზნები

1. სასამართლო სისტემის რეფორმის ქვეჯგუფი.

სასამართლო სისტემის რეფორმის ქვეჯგუფი აცნობიერებს აღმოსავლეთ
პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მიმდინარე სასამართლო სისტემის რეფორმებს შორის განსხვავებებს. თუმცა, ყველა პარტნიორი ქვეყანა იზიარებს აღმოსავლეთ
პარტნიორობის პროცედურულ რეკომენდაციებს. ესენია:
1. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სასამართლო სისტემის ევროკავშირის
დაფინანსების მზარდი გამჭვირვალობა;
2. ხელისუფლების მხრიდან სპეციფიური პლატფორმების შექმნა რეფორმების
დაგეგმარებასა და განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობისათვის;
3. ევროკავშირის მიერ მთავრობის მიმართ რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით ერთიანი და ინკლუზიური თანამიმდევრული მოქმედების პერიოდული სისტემის შექმნა;
4. ამ სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების
დივერსიფიკაციისა და დაფინანსების გაზრდის ხელშეწყობა;
5. ევროკავშირის პოლიტიკის/კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ
სპეციალური რეკომენდაციების მომზადება მის სამოქმედო გეგმებში,
ანგარიშებსა და შეფასებებში;
6. შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო და
ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად;
7. გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლების (ექსპერტების) მონაწილეობა ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილ პროგრამებში დაგეგმილ საქმიანობებში რომლებსაც
ახორციელებენ მთავრობები.

2. საჯარო ადმინისტრაციული რეფორმების ქვეჯგუფი.

საჯარო ადმინისტრაციული რეფორმების ქვეჯგუფს აქვს ექვსი მიზანი:
ა. წაახალისონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობები რომ
1. მიიღონ და განახორციელონ ეროვნული სტრატეგიები ადგილობრივი
თვითმმართველობებისათვის და საჯარო ადმინისტრაციის
რეფორმისათვის სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გზით;
2. გადასახადების გადამხდელებისათვის ადმინისტრაციული შეზღუდვების
შემცირება;
3. შეამცირონ ადმინისტრაციული ორგანოების საზიარო ფუნქციები;
4. გაავრცელონ ინფორმაცია და გაზარდონ ცნობიერება რეფორმების, კარგი
პრაქტიკისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმების სფეროში ქვეყანაში
არსებული მდგომარეობის შესახებ;
5. განახორციელონ ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ ევროპული
ქარტია.
ბ. უზრუნველყონ საჯარო ადმინისტრაციული რეფორმებისა და ევროპული
თანამშრომლობის პროექტების, მათ შორის ბიუჯეტიდან დაფინანსებული
პროექტებისა და ინსტიტუტების მშენებლობის პროგრამების დამოუკიდებელი
მონიტორინგი.
გ. წაახალოსონ ბელორუსი რომ შეუერთდეს ადგილობრივ თვითმმართველობის
შესახებ ევროპულ ქარტიას
დ. ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცეში, როდესაც მთავრობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ევროკავშირთან საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში პროექტებისა და სტრატეგიების შესახებ, მათ შორის მსგავსი პროგრამების მხარდაჭერისა და წარდგენისათვის საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში.
ე. შექმნან სხვა მიმართულება მსგავსი პროგრამების ფარგლებში, რაც საშუალებას
მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას განახორციელოს სწრაფი, ეფექტური და
მაღალკვალიფიციური გაცვლები და ჩაატაროს ტრენინგები ადგილობრივი
თვითმმართველობებისათვის.
ვ. საჯარო მოხელეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
თანამშროლებისათვის ტრენინგებისა და საგანმანათლებლო კურსების ორგანიზება
ღირებულებებისა და ტრენინგის საჭიროების შეფასების საფუძველზე.

3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეჯგუფი.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეჯგუფის სამი ძირითადი მიზანია:
ა. ანტი-კორუფციული პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
კორუფციის დონის ერთიანი და რეგულარული მონიტორინგი როგორც
სამოქალაქო სექტორის კონტრიბუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ანტი-
კორუფციულ საქმიანობაში.
ბ. აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის სამოქალაქო სექტორებს შორის
თანამშრომლობის გაძლიერება.
გ. საერთაშორისო დონორებთან, განსაკუთრებით ევროპელ დონორებთან,
დიალოგის წარმართვა ანტი-კორუფციის შესახებ, რომლის მიზანი იქნება
დაფინანსების პოლიტიკის შეცვლა. უფრო კონკრეტულად, აღმოსავლეთ
პარტნიორობის სსფ ადვოკატირებას გაუწევს სამოქალაქო სექტორის
ჩართულობას პოლიტიკის დაგეგმარებასა და ანტი-კორუფციულ ბრძოლაში
საგარეო დახმარების განხორციელებაში.

4. ვიზის ფასილიტაციის ქვეჯგუფი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო სექტორი აღიარებს რომ ყველაზე დიდ
გამოწვევად რჩება მთავრობების კეთილი ნების არქონა; ასევე ევროკომისიის
მხრიდან ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების სურვილის არ ქონა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და ევროკავშირთან სამუშაოდ, ვიზის
ლიბერალიზაციის ქვეჯგუფს აქვს რამოდენიმე მიზანი:
ა. სხვა ჯგუფების საქმიანობას მიადევნოს თვალყური, რომელიც მუშაობენ მსგავს
საკითხებზე, როგორიცაა აკადემიური გაცვლა და მიგრაცია, ასევე ადამიანის
უფლებები და ანტი-კორუფცია.
ბ. სხვადასხვა ჯგუფთან დისკუსია თითოეული მათგანიდან დადებითი
გამოცდილების მისაღებად;
გ. დაარწმუნოს ორივე მხარე (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობები და ევროკავშირი) რომ ვიზის ლიბერალიზაცია არის წარმატების საწინდარი;
დ. წარდგენილი ან დაგეგმილი ვიზის ფასილიტაციის პროცესის განხორციელების
მონიტორინგი;
ე. თვალი მიადევნოს ვიზის ფასილიტაციის/ ლიბერალიზაციის პროექტების
დაფინანსების აპლიკაციებს
ვ. უვიზო მოგზაურობის კოალიციის შეხვედრებში მუდმივი ჩართულობა

5. მედიის ქვეჯგუფი.

მედიის ქვეჯგუფი წარმოადგენს საკუთარ რეკომენდაციებს სამ დონეზე -
საქმიანობის სფერო, ფორმა და წარდგენილი პროექტები.
1. საქმიანობის სფერო
ა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ეროვნული მედია კანონების
შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის.
ბ. აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლის
სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი, რომელიც ძირითადად
ფოკუსირებული იქნება სისტემისა და დაფინანსების ადმინისტრირებაზე
2. საქმიანობის ფორმები
ა. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმებზე შეიქმნას ეროვნულ დონეზე
მედია ქვეჯგუფები
ბ. განხორციელდეს ინფორმაციული მხარდაჭერა ადგილობრივი
ჟურნალისტების წახალისებით გააშუქონ ფორუმის აქტივობები.
გ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებში ტელევიზიის ციფრულ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებულ
მოსალოდნელ საფრთხეებს. მედია სფეროს მონოპოლიზაცია და პატარა
რეგიონალური ტელევიზიების გაქრობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მედია
პლურალიზმსა და დივერსიფიკაციას.
3. კონკრეტული პროექტების განაცხადები
ა. დაიწყოს საინფორმაციო კამპანიები ეროვნულ დონეზე აღმოსავლეთ
პარტნიორობის მნიშვნელობისა და მიზნების გასაცნობად;
ბ. შეიქმნას ინტერაქტიური საიტი, რომლის მიზანი იქნება აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში მედია მდგომარეობის აღწერა საერთო
მეთოდოლოგიისა და ინდიკატორების საფუძველზე;
გ. ჩატარდეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
სამოქალაქო სექტორის ურთიერთობის მონიტორინგი სიღრმისეული
ჟურნალისტური გამოძიებების პროგრამის საშუალებით, რომელიც ეფუძნება
მარავალმხრივ მედია თანამშრომლობას.

6. ადამიანის უფლებების ქვეჯგუფი.

ადამიანის უფლებების ქვეჯგუფი
ა. ლობირებას გაუწევს შეხვედრების პროგრამაში ადამიანის უფლებების
საკითხის შეტანას
ბ. შეამოწმოს რამდენად სრულყოფილად არის წარმოდგენილი ადამიანის
უფლებები მთავრობათაშორისი შეხვედრების პროგრამაში და როგორ ხდება
მათი მხედველობაში მიღება ორმხრივი პროექტების დაგეგმარების დროს.
გ. შეამოწმოს სამთავრობო დეკლარაციები, რამდენად ითვალისწინებს
ადამიანის უფლებებს;
დ. განსაზღვროს პროგრესის კრიტერიუმები, მას მერე რაც ჩვენ ჩავითვლებით
კომისიის შესაფერის პარტნიორად