ოქტომბერი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
     
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














სხვა ინფორმაცია

სამუშაო ჯგუფი 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია

შესავალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამუშაო ჯგუფი
„ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია“ მუშაობს
აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე თემატური პლატფორმის პროგრამის ძირითად
თემებზე. ის ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს რომელიც განიხილეს პრაღის
სამიტზე და რომლის მიზანია რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაცია აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებთან, მოლაპარაკებების წარმართვა ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დასაწყებად ევროკავშირისა და
აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნებს შორის.

სამუშაო ჯგუფის მიზნები

მეორე სამუშაო ჯგუფის სურვილია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას
დაემატოს შემდეგი ეკონომიკური და სოციალური საკითხები:
ა. გაზარდოს სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის სისტემების
მუშაობა და უფრო ინტენისიურად ებრძოლოს სიღარიბეს.
ბ. შეიმუშავოს მდგრადი განვითარების პრინციპები და კლიმატურ ცვლილებზე
ადეკვატური საპასუხო ზომები;
გ. ხელი შეუწყოს სამუშაო მობილიზაციას და მოქნილობას;
დ. მხარი დაუჭიროს იმ პარტნიორ ქვეყნებს გაერთიანდნენ მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციაში, რომლებიც ჯერ არ არიან მისი წევრები;
ე. მხარი დაუჭიროს მომხმარებელთა დამცველ ორგანიზაციაბს მონაწილეობა მიიღონ
ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში;
ვ. წარმოადგინოს პროგრამა რომლის მიზანი იქნება ბიზნეს კონტაქტების,
ინტერნაციონალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის მხარდაჭერის გაძლიერება;
ზ. აღმოსავლეთ პარტნიორობის როლისა და ეკონომიკური ზრდის შანსების
ხელშეწყობა, უკეთესი რეგულაციის, სოციალური და ჯანდაცვის სტანდარტების
გაძლიერება.

სამუშაო ჯგუფის პანელებია
სამუშაო ჯგუფში არსებობს რამოდენიმე პანელი. ეს მოიცავს მცირე და საშუალო
ბიზნესის პანელს და ვაჭრობის პანელს.