აგვისტო 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
   
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














სხვა ინფორმაცია

სამუშაო ჯგუფი 4: ადამიანებს შორის კონტაქტი

შესავალი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამუშაო ჯგუფი
„ადამიანების შორის კონტაქტი“ მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის იმავე
სახელწოდების მეოთხე თემატური პლატფორმის სამუშაო პროგრამის მთავარ
საკითხზე.

ამ სამუშაო ჯგუფის საქმიანობები გაყოფილია რამოდენიმე სფეროდ. ის მოიცავს
ვიზის ფასილიტაციას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და კულტურას.

სამუშაო ჯგუფის მიზნებია:
ა. ხელი შეუწყოს და გაავრცელოს ინფორმაცია ევროკავშირის საკითხებზე და
შესაძლებლობებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ევროპული
საინფორმაციო ქსელის გაფართოებით.
ბ. ყურადღება გამახვილდეს სპეციფიკურ სიტუაციებსა და სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების დონეებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა
ქვეყანაში, განსაკუთრებით საერთო შეხედულების გაძლიერებისათვის,
ღირებულებების გაზიარებისა და ევროკავშირისა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების არასამთვარობო ორგანიზაციებს შორის
თანამშრომლობისათვის არსებული ლიდერთა ქსელის გამოყენებით.
გ. დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შემოიღონს უვიზო
რეჟიმი და ურჩიონ უარი განაცხადონ ვიზის გადასახადებზე რაც შეიძლება
სწრაფად;
დ. გაამარტივოს ვიზის მიღების პროცედურები და უზრუნველყოს მრავალჯერადი
ხანგრძლივი ვიზების გაცემა;
ე. ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების განვითარებას; გაზარდოს სტაჟირების
და მოხალისეების დაფინანსება, ასევე სასწავლო გაცვლითი პროგრამებისა და
დისტანციური სწავლების დაფინანსება.
ვ. გააუმჯობესოს ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ
პროცესებში ყველა დონეზე და განავითაროს მათი აღმოსავლეთ პარტნიორობის
მიზნების მიღწევის პროცესში ჩართულობის მექანიზმები.
ზ. შექმნას ახალგაზრდების მშვიდობისა და ინტერ-კულტურული საგანმანათლებლო
სპეციალური პროგრამები პოსტ-კონფლიქტურ რეგიონებში;
თ. წაახალისოს კულტურული გაცვლები, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს UNESCO-ს
კულტურული მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის
განხორციელების რატიფიკაცია/წახალისებას აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებში.