Statute

მესამე სამუშაო ჯგუფის წესდება

 

1.   აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფი

აღმოსავლეთის პარტნიორობის (აპ) ერთ-ერთი მთავარ მიმართულებას დემოკრატიასთან, ეფექტურ მმართველობასთან, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან და სექტორული რეფორმებთან ერთად, გარემოს დაცვის ხელშეწყობა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაწარმოადგენს. აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხი თემატური პლატფორმიდან ერთ-ერთი _ენერგოუსაფრთხოების პლატფორმაა, რომელიც ასევე განიხილავს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს. შესაბამისად, ევროკომისიის ინიციატივის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მესამე სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. 

 

აპ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მუშაობის ეროვნულ დონეზე კოორდინაციისთვის საქართველოში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა (ეპ). საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფუნქციებია როგორც ქვეყანაში აღმოსავლეთის პარტნიორობის საფლაგმანო ინიციატივების მიმდინარეობის ხელშეწყობა, ასევე პლატფორმის წევრთა ინიციატივით თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მხარდაჭერა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე. ეროვნული პლატფორმა ევროპის კომისიას, საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს წარუდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის მონიტორინგის შედეგებს და რეკომენდაციებს, ასევე ხელს უწყობს ფორუმის რეკომენდაციების სწორ და ეფექტიან განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში საქართველოში.

 

აპ საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა მესამე სამუშაო ჯგუფი. აპ სსფ ეპ მესამე ჯგუფი ხელს უწყობს ეროვნული პლატფორმის მიზნების და ამოცანების რეალიზებას გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ენერგოუსაფრთხოების აკითხებში.

 

ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ამ სფეროებში არსებული და მოსალოდნელი პრობლემები, სტრატეგიები, კანონმდებლობის და მართვის საკითხები. 

 

 

2.   ზოგადი დებულებები და მუშაობის პრინციპები (სასურველია სრულად აისახოს პლატფორმის წესდებაში)

 

·        მესამე სამუშაო ჯგუფიარის გაერთიანება ორგანიზაციებისა, რომლებიც თანხმდებიან, რომ ევროინტეგრაცია არის ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა და მზად არიან ამ მიმართულებით მოძრაობას შეუწყონ ხელი.

 

·        ჯგუფის მონაწილე ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესს განიხილავენ, როგორც ევროინტეგრაციის ხელშემწყობ ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და ცდილობენ, გამოიყენონ ეს პროცესი და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მდგრადი განვითარების და მისი ევროპასთან დაახლოების პროცესის დასაჩქარებლად და გასაღრმავებლად. ჯგუფი, თავისი საქმიანობისას, ითვალისწინებს ქვეყნის მდგრადი განვითარების ინტერესებს.

 

·        ჯგუფი არის კოლეგიალური გაერთიანება, სადაც დისკუსიები მიმდინარეობს ერთმანეთის აზრის პატივისცემის პირობებში და საბოლოო პოზიცია მიიღება ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. დისკუსიებიმიზანს წარმოადგენს მონაწილე მხარეთა აზრების ურთიერთგაზიარება, პოზიციების ეტაპობრივი დაახლოება და, შეძლებისდაგვარად, გაზიარება.

 

·        ჯგუფის წევრები პლატფორმაში საქმიანობას განიხილავენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მისი როლის გაძლიერების ეფექტურ საშუალებას. სამუშაო ჯგუფში საქმიანობა არ ანაცვლებს ცალკეული წევრი ორგანიზაციების მუშაობას თავიანთი თემატური მიმართულებებით და მხოლოდ შეუძლია, დაეხმაროს ინფორმირებით, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებით და შედეგების მხარდაჭერით. 

 

·        ჯგუფი შეიმუშავებს, განიხილავს, წარადგენს და ლობირებას უწევს იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც დააჩქარებს ევროინტეგრაციას, აპ პროცესს, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგრად განვითარებას, ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და მისი როლის გაძლიერებას.

 

 

3.   ჯგუფის ამოცანები და საქმიანობის ფორმები

საწესდებო მიზნების მიღწევისათვის სამუშაო ჯგუფი აწარმოებს შემდეგ საქმიანობას:

 

·        ენერგოუსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის მონიტორინგ, რეკოდაციების მომზადება, წარდგენა და ლობირება ეროვნულ პლატფორმაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, ევროპის კომისიასა და საქართველოს მთავრობაში;

 

·        აკუთარი და მონაწილე ორგანიზაციების მუშაობის შედეგებ და მიღებულ ინფორმაცის (გარდა უშუალოდ ეროვნული პლატფორმის კომპეტენციაში შემავალი საკითხებისა) წარდგენ სახელმწიფო და ევროგაერთიანების სტრუქტურება და ფართო საზოგადოებათვის და ამ გზით ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აქტუალური საკითხების საგნობრივ განხილვ  ხელშეწყობა;

 

·        აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში საქართველოში გარემოს დაცვის, ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში არსებული პრობლემების და შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი კვლევების ინიცირება, შედეგების განხილვა, დასკვნების წარდგენა ყველა დაინტერესებული და პროცესში ჩართული მხარეებისათვის;

 

·        სამოქალაქო საზოგადოების და სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვისა და ენერგოუსაფრთხოების სფეროებში ევროპული წარმატებული გამოცდილების, ქვეყანაში ჩატარებული კვლევების, მომზადებული დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ, მიმდინარე რეფორმებში გათვალისწინებისა და ასახვის მიზნით;

 

·        სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ეროვნული პლატფორმის პარალელურ სამუშაო ჯგუფებთან, მჭიდრო თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და საქმიანობების კოორდინაცია;

 

·        ჯგუფის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საკითხებზე ჯგუფის წევრების ინდივიდუალური და ერთობლივი ინიციატივების შემუშვებისა და განხორციელების ხელშეწყობა. დაინტერესებულ მხარეებთან პრიორიტეტულ საკითხებზე დიალოგის დაწყება და ერთობლივი ინიციატივების შემუშვების ხელშეწყობა;

 

·        მუშაობის პროცესში სამუშაო ჯგუფი ეყრდნობა წევრი ორგანიზაციების ექსპერტულ შესაძლებლობებს, ამავე დროს ის ცდილობს მაქსიმალურად მოიპოვოს ინფორმაცია და საექსპერტო მხარდაჭერა ევროკომისიასა და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობაში. იყენებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტებს,მათ შორის, სხვა თემატური ჯგუფების მიერ რელევანტურ საკითხებზე მომზადებულ დოკუმენტებს;

 

 

4.    ჯგუფის მუშაობის ორგანიზაცია

 

  • მესამე სამუშაო ჯგუფი იყოფა ორ თემატურ ქვეჯგუფად - ენერგოუსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. კლიმატის ცვლილების საკითხებს განიხილავს ორივე ქვეჯგუფი თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად.

 

  • ქვეჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევენ შესაბამისი მიმართულების კოორდინატორები. ჯგუფის წევრ ორგანიზაციებს შეუზღუდავად შეუძლია ორივე ქვეჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობა.

 

  • ქვეჯგუფების ამოცანაა, შესაბამის სფეროში პრობლემების და აქტუალური საკითხების სიღრმისეული განხილვა, ასევე პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა და შესაბამისი კომუნიკაციების მომზადება როგორც ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე სხვა მხარეებთან განსახილველად.

 

  • ჯგუფის შეხვედრა ტარდება, საშუალოდ, თვეში ერთხელ მაინც. ქვეჯგუფების შეხვედრა ტარდება საჭიროების მიხედვით ჯგუფის შეხვედრებს შორის. ჯგუფის და ქვეჯგუფების შეხვედრები ღიაა და მათ შეიძლება დაესწრონ ეროვნული პლატფორმის წევრი და არაწევრი ორგანიზაციები (გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების გარეშე).

 

 

5.    სამუშაო ჯგუფის მონაწილე ორგანიზაციების მოვალეობებია:

 

  • იზიარებენ და თავიანთ საქმიანობაში ითვალისწინებენ ეროვნული პლატფორმის და მესამე სამუშაო ჯგუფის გაცხადებულ ამოცანებს და საქმიანობის პრინციპებს;

 

  • თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის განვითარებას;

 

  • მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფის და ქვეჯგუფების სამუშაო შეხვედრებში;

 

  • მონაწილეობას იღებენ აქტუალური საკითხების განხილვაში და უზრუნველყოფენ პლატფორმის და სამუშაო ჯგუფის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას;

 

  • თავიანთ საქმიანობაში ითვალისწინებენ სამუშაო ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულ პრიორიტეტულ საკითხებს;

 

  • თავიანთი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის მონიტორინგში.

 

 

6.    ჯგუფის კოორდინატორები

 

კოორდინატორები კოორდინაციას უწევენ ჯგუფის და შესაბამისი ქვეჯგუფების საქმიანობას,რისთვისაც:

 

  • აწყობენ ჯგუფის და შესაბამისი ქვეჯგუფის სამუშაო შეხვედრებს;

 

  • სამუშაო ჯგუფს და ქვეჯგუფებს აწვდიან ინფორმაციას და უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას მიმდინარე საქმიანობის შესახებ აპ სსფ შესაბამის ჯგუფთან;

 

  • ჯგუფს წარადგენენ ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოში და გარე პირებთან ურთიერთობაში;

 

  • ხელს უწყობენ გარე რესურსების (საექსპერტო, ფინანსური, ინფორმაციული და ა.შ.) მოზიდვას, ჯგუფის საქმიანობის მხარდასაჭერად.