შეხვედრა თბილისის მერთან
2015 წლის 13 ივლისს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შეხვდნენ თბილისის მერს დავით ნარმანიას და მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს. საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა ისაუბრა მიმდინარე გამოწვევებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას დავით ნარმანიამ და ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიიდან ერთი თვის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებსა  და სამომავლო გეგმებზე. 

პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს შესთავაზეს თანამშრომლობა და დახმარება პროცესების ეფექტურად წარმართვის მიზნით. თავის მხრივ დავით ნარმანიამ გამოხატა მზადყოფნა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. 

„გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რაც სამომავლო პროექტების განხორციელების პროცესში სრულად იქნება გათვალისწინებული", -  განაცხადა დავით ნარმანიამ.

2015.07.14

<< Back