ოქტომბერი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
     
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-8 საერთო კრება
2017 წლის 28 თებერვალს, სასტუმროში ”ქორთიარდ მარიოტი” გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-8 საერთო კრება. 

საერთო კრებაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა არჩილ ყარაულაშვილმა; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამარ ხულორდავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, პროგრამის მენეჯერმა, ქალბატონმა დომინიკა სკუბიდამ. 

კრებაზე განხილული იქნა ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და მათი ერთობლივად დაძლევის გზები. საერთო კრებაზე პლატფორმის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა და სამუშაო ჯგუფის კოორდინატორებმა წარმოადგინეს ეროვნული პლატფორმის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში. კრების მიმდინარეობისას გაიმართა საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორებისა და საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 412 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის არჩევნები. 

2017.03.10

<< უკან