აგვისტო 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
   
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს რეგიონული შეხვედრა
 
2017 წლის 23 თებერვალს, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენელი იმერეთის მხარეში – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით ქ.ქუთაისის მუნიციპალიტიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს რეგიონული შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო ევროინტეგრაციისა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიზნებს და ამოცანებს. 

შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის რანგში იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი.

შეხვედრის ბოლოს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს შორის, რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.
 
2017.03.02

<< უკან