აგვისტო 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
   
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონალური წარმომადგენლობების გახსნის ღონისძიება
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, კახა გოგოლაშვილმა და პლატფორმის ეროვნულმა კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლების სტატუსით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ.

ასევე, პლატფორმის რეგიონალურმა წარმომადგენლებამ წარადგინეს მოკლე პრეზენტაცია, მათი სამომავლო გეგმებისა და რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.
 
2016.05.25

<< უკან