ოქტომბერი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
     
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














საქართველოს ეროვნული პლატფორმა შრომით უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს
 
საქართველოს ეროვნული პლატფორმა შრომით უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შრომით უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, საკონსტიტუციო კომისიამ სოციალური უფლებების, მათ შორის, შრომის უფლების არაერთი მიმართულება გადასინჯა პროფესიულ კავშირებთან კონსულტაციების გარეშე, რაც, თავის მხრივ, კომისიის მუშაობის მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა შეფასდეს. 
„კონსტიტუციის პროქტით, კერძოდ მისი მე-5 მუხლით შემოვიდა ახალი დებულება „სოციალური სახელმწიფო“, რომლის მიხედვითაც „საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“, რაც დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მიხედვით, მოქმედ კონსტიტუციაში სოციალური უფლებების დაცვის ისედაც დაბალი სტანდარტი კიდევ უფრო შესუსტდა, რამდენადაც ზოგად დებულებებში გადაინაცვლა და შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თავში აღარ გვხვდება კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული ისეთი სიკეთეები, როგორიცაა: სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, მიიღოს უმუშევრის სტატუსი და ასევე საარსებო მინიმუმი. ანალოგიურად, პრობლემურია კონსტიტუციის 39-ე მუხლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავიდან ამოღება და ზოგად დებულებებში გადანაცვლება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით შესაბამისი სუბიექტების მიერ დავას გამორიცხავს. აღნიშნული კი ცალსახად უფრო დაბალი სტანდარტია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. 

ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტში ამოღებულია მოქმედი კონსტიტუციის 30-ე მუხლს მე-4 პუნქტის გარანტირებული დებულებები, რომელიც ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურებას, უსაფრთხო, ჯანსაღ პირობებს, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობებს. შემოთავაზებული ჩანაწერი თეორიულად მოიცავს შრომის უფლებით დაცულ ყველა სფეროს და მოიაზრებს იმ კომპონენტებსაც, რომელსაც დღეს კონსტიტუციის ტექსტი ცხადად უთითებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციაში შრომის უფლების ცალკეული ასპექტების ხაზგასმა მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს, რამდენადაც ის ცხადად აჩვენებს იმ უფლებრივ შინაარსს, რაც განსაკუთრებული დაცვის საგანი უნდა იყოს კონსტიტუციური პერსპექტივიდან. 

როგორც მოქმედი კონსტიტუცია, ასევე კონსტიტუციის პროექტი არ შეიცავს ჩანაწერს სახელმწიფოს მიერ შრომითი უფლებების ეფექტური დაცვის მექანიზმის თაობაზე. აღნიშნული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოფიციალური საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, რომლის მიხედვითაც 2007 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების 429, ხოლო მძიმე დაზიანების 628 შემთხვევა დაფიქსირდა.

პროექტის ნაკლოვანებას ასევე წარმოადგენს ის, რომ ის არ ითვლისწინებს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ჩანაწერს და ძალაში ტოვებს 94-ე მუხლის შინაარსს, რითაც დაუსაბუთებლად ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი წინადადებები: 
1. ადამიანის უფლებათა თავში შენარჩუნდეს: ა) ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები როგორიცაა: საარსებო მინიმუმი, შრომის სამართლიანი ანაზღაურება, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები, დასაქმების ხელშეწყობა; ბ) კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის შინაარსი; 
2. კონსტიტიციამ გაითვალისწინოს შრომის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმის თაობაზე ჩანაწერი;
3. კონსტიტუციში განისაზღვროს დებულება მინიმალური ხელფასის შესახებ;
4. გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ევროპის ფონდი, ახალგაზრდული ალტერნატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი", მეწარმე ქალთა ფონდი, ენერგოეფექტურობის ფონდი, ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“, რეპატრიანტთა კავშირი, ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“, ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს ჩაი“, საზოგადოებრივი დამცველი, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი, ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია".
 
2017.05.31

<< უკან