აგვისტო 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
   
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














კონცეფცია

კონცეფცია

1. აღმოსავლეთის პარტნიორობა

2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას - აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა – თანამშრომლობის ახალი ფორმა,  აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა. ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიზნებია: დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, სექტორული რეფორმების, გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ენერგოსექტორის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისება.

აღმოსავლეთის პარტნიორობა ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობა ორიენტირებულია მრავალმხრივ (ევროკავშირი – აღმოსვლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა) და ორმხრივ ურთიერთობებზე (ევროკავშირი – პარტნიორობაში მონაწილე ცალკეული ქვეყანა).
აღმოსავლეთის პარტნიორობა მოიცავს ოთხ თემატურ პლატფორმასა და რამდენიმე სპეციალურ ინიციატივას.

2008 წლის 3 დეკემბრის კომუნიკაციაში (com (2008) 823) ევროპის კომისიამ ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის აუცილებლობას აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის.

2. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

ევროპის კომისიის  ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მიზნების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებში.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ თემატურ პლატფორმას და, შესაბამისად, ოთხ სამუშაო ჯგუფს:
1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა
2) ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა;
3) გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება;
4) ხალხთაშორისი კავშირების წახალისება.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს ჰყავს მმართველი კომიტეტი. მმართველი კომიტეტის წევრები არიან თითოეული სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები, ეროვნული კოორდინატორები, ევროკავშირისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

3. საქართველოს ეროვნული პლატფორმა

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაციისათვის თითოეულ ქვეყანაში იქმნება ეროვნული პლატფორმა. ეროვნულმა პლატფორმამ ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის როგორც მრავალმხრივი (ევროკავშირი – პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნები და ურთიერთობები თავად ამ ქვეყნებს შორის), ასევე, ორმხრივი (ევროკავშირი – საქართველო) განზომილების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას.

ეროვნულ პლატფორმას შეადგენენ საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და პარტნიორ ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები; მათ შორის, პროფესიული გაერთიანებები.

ეროვნული პლატფორმის ფუნქციებია:

1) აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმებისა და საფლაგმანო ინიციატივების მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში;
2) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების წარდგენისა და ფორუმის საქმიანობისთვის ხელის შეწყობა.

ეროვნული პლატფორმა ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

1. ქმნის ოთხ სამუშაო ჯგუფს ოთხი თემატური პლატფორმის შესაბამისად და ქვეჯგუფებს – საჭიროებისამებრ;
2. ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ;
3. განიხილავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხი თემატური პლატფორმისა და პარტნიორობის საფლაგმანო ინიციატივების იმპლემენტაციას საქართველოში;
4. ევროპის კომისიას, საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს წარუდგენს განხილვის შედეგებს რეკომენდაციების სახით;
5. საკუთარი გადაწყვეტილებით ახორციელებს აღმოსავლეთის პარტნიორობის მონიტორინგს;
6. საჯაროდ აქვეყნებს რეკომენდაციებს/მონიტორინგის შედეგებს;
7. საკუთარი გადაწყვეტილებით ხელს უწყობს კვლევების განხორციელებას აღმოსავლეთის პარტნიორობის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად;
8. ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის რეკომენდაციების სწორ და ეფექტიან განხორციელებას საქართველოში;
9. თანამშრომლობს:
ა) საქართველოს მთავრობასთან;
ბ) ევროკავშირის ადგილობრივ დელეგაციასთან;
გ)  ევროპის კომისიასთან;
დ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან საქართველოში;
ე) აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი სხვა ქვეყნების ეროვნულ პლატფორმებთან;
ვ) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილე საერთაშორისო, ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ზ) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველ კომიტეტთან;

10. შეიმუშავებს წინადადებებს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მორიგი შეხვედრის დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად;
11.  ირჩევს საქართველოს ეროვნულ კოორდინატორს და მის კანდიდატურას წარუდგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს.

ეროვნული პლატფორმის წევრთა საქმიანობის სფეროები უნდა შეესაბამებოდეს და მოიცავდეს ოთხ თემატურ პლატფორმას.

ეროვნული პლატფორმის საქმიანობის უკეთ წარსამართად იქმნება საკოორდინაციო საბჭო.

ეროვნულ კოორდინატორთან ერთად საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაშია თითოეული სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი და წარმომადგენელი.