ოქტომბერი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
     
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














როლი

სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებენ საკუთარ საზოგადოებებში პოლიტიკური წვლილით, ახალი ინიციატივებითა და მთავრობის ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების გაძლიერებით. მათ შეუძლიათ აქტიური როლი შეასრულონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და მდგრადი განივთარების ხელშეწყობის საქმეში. ევროპის კომისიამ თავის 2008 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის კომუნიკეში აღნიშნა რომ „მიმდინარე რეფორმები (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში) მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების უფრო ძლიერ ჩართულობას საჯარო სამსახურების ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად და მათ მიმართ სამოქალაქო ნდობის გასაძლიერებლად.“

პრაღის სამიტი 2009

2009 წლის პრაღის სამიტმა მხარი დაუჭირა ფორუმის შექმნას რომლის მიზანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონტაქტების მხარდაჭერა და დიალოგის წარმართვა საჯარო ხელისუფლებასთან. ის ასევე ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას პარტნიორ ქვეყნებს შორის გარდამავლი პერიოდის, რეფორმისა და მოდერნიზაციის სფეროში გადადგუმულ ნაბიჯებზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა პირველი შეხვედრა ჩაატარა 2009 წლის ნოემბერში რომელსაც 200-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაესწრო როგორც პარტნიორი ქვეყნებიდან ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

სსფ-ს მანდატია ზეგავლენა მოახდინოს ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეკომენდაციების მომზადების გზით.

ოთხი სამუშაო ჯგუფი

ოთხი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა იმისათვის რომ თვალყური ადევნონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი თემატური პლატფორმის მუშაობას და გაამდიდრონ მისი დღის წესრიგი.

სამუშაო ჯგუფების სათაურებია:

  • სამუშაო ჯგუფი1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა
  • სამუშაო ჯგუფი 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან კონვერგანცია;
  • სამუშაო ჯგუფი 3. გარემოს დაცვა, კლიმატური ცვლილებები და ენერგეტიკული უსაფრთხოება
სამუშაო ჯგუფი 4. ხალხებს შორის კონტაქტი