აგვისტო 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
   
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














ისტორია

თავის კომუნიკეში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ევროკომისია აღნიშნავს რომ „მიმდინარე რეფორმები (აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში) მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიურ ჩართულობას საჯარო საქმიანობის მეთვალყურეობისა და მათ მიმართ სამოქალაქო ნდობის გასაძლიერებლად.“ კომისიის რჩევა იყო „დავეხმაროთ სამოქალაქო სექტორს შემდგომი განვითარების პროცესში და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (სსფ) ჩამოყალიბებაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს შორის კონტაქტის დამყარებასა და საჯარო სამსახურებთან მათი დიალოგის ფასილიტაციაში.“

აღმოსავლეთ პარტნიორობის სსფ-ის ჩამოყალიბების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს საშუალება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ევროკომისიის/საგარეო ურთიერთობისა და ევროკომისიის დელეგაციების ვებსაიტებზე ლინკების დადების გზით.

შემოთავაზებულია კითხვები ოთხი მთავარი სფეროს შესახებ:

1. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევაში სსფ-ს წვლილის შესახებ;

2.  სსფ-ს საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ;

3.  სსფ-ს სტრუქტურებისა და მათი აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი მიმართულების ბმულების შესახებ;

4.  ამ პროცესში ევროკომისიის როლის შესახებ

კონსულტაციების პროცესი დაიწყო 2009 წლის მარტის ბოლოს და დასრულდა 25 აპრილს. მივიღეთ 40 კონტრიბუცია, ძირითადად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ორგანიზაციებიდან თუმცა ზოგიერთი ორგანიზაცია ევროკავშირის ქვეყნებს წარმოადგენდა.

სსფ საბოლოოდ ჩამოყალიბდა 2009 წლის მაისში პრაღის სამიტის დროს და ამ დროსვე შემუშავდა მისი კონცეფციაც.

2009 წლის ინვისში, ყველა დაინტერესბულ მხარეს შესაძლებლობა მიეცა გამოეხატათ დაინტერესება მონაწილეობა მიეღოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სსფ-ს პირველ შეხვედრაში. 200-ზე მეტი ორგანიზაცია დაესწრო ფორუმს 2009 წლის ნოემბერში.