ოქტომბერი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
     
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














მმართველი კომიტეტი

მმართველი კომიტეტი შედგება 17 ადამიანისაგან. ამჟამინდელი წევრები აირჩიეს 2010 წლის ნოემბერში ბერლინში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (სსფ) მეორე შეხვედრაზე. დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც წარმომადგენლები ყავს თითოეულ სამუშაო ჯგუფში, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

მმართველი კომიტეტის სტრუქტურა

კომიტეტის სტრუქტურა:

·               თითოეულ სამუშაო ჯგუფს ირჩევს ორი წარმომადგენელი - ერთი ევროკავშირიდან მეორე- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნიდან;

·               თითოეული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა ირჩევს წარმომადგენელს, რომელიც შემდგომში იქნება ქვეყნის ფასილიტატორი;

·               ევროკავშირიდან სამი წარმომადგენელი

მმართველი კომიტეტი არჩეულია ერთი წლის ვადით, შერჩევის პროცედურები იმართება ფორუმის წლიური შეხვედრის დროს.

მმართველი კომიტეტის ვალდებულებები

მმართველი კომიტეტის წევრები მოხალისედ მუშაობენ კომიტეტში. კომიტეტს გააჩნია მთელი რიგი ვალდებულებები:

1.            თემატურ პლატფორმის შეხვედრებში მონაწილეობა სადაც ეს შესაძლებელია;

2.            სსფ-ს წარმომადგენლების მონაწილეობა და შერჩევა ყველა პანელისა და სემინარისათვის სადაც სსფ არის მიწვეული;

3.            რეგულარული კომუნიკაცია ქვეყნის ჯგუფებთან და თემატურ სამუშაო ჯგუფებთან;

4.            სსფ-ს განვითარებისათვის კონცეფციის შექმნა;

5.            სსფ-ს შემდგომი შეხვედრისათვის მონაწილეების შერჩევის პროცედურების განვითარება;

6.            სსფ-ს შიგნით და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ფენებს შორის ინფორმაციის რეგულარული გაზიარება;

7.            აღმოსავლეთ პარტნიორობის სსფ-ს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ლობირება და მისი იდეების ხელშეწყობა.