ოქტომბერი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
     
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














აზერბაიჯანი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ძალიან აქტიურნი არიან აზერბაიჯანში. 2010 წლის სექტემბრიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულმა კოორდინატორმა დაიწყო მოლაპარაკებები ეროვნული პლატფორმის განვითარებისა და აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვის ჩამოსაყალიბებლად ეროვნულ დონეზე.

აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეთა საქმიანობა და შეხვედრები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მოახდინეს მრავალი მნიშვნელოვანი შეხვედრისა და კონფერენციის ორგანიზება.

ალტერნატიული & განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგიის ეფექტურობა
2010 წლის 14 სექტემბერს მრგვალი მაგიდა ჩატარდა Ecolex გარემოსდაცვით ცენტრს, აზერბაიჯანის ევროპული ინტეგრაციის ეროვნულ კომიტეტსა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ პლატფორმას შორის შემდეგ თემაზე - „სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ალტერნატიული და განახლებადი ენერგო-რესურსებისა და ენერგიის ეფექტურობის გამოყენებასთან დაკავშირებით.“ აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეებმა, უცხოელმა დიპლომატებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ეკოლოგიისა და ეროვნული რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ-კომპანიამ და მასმედიამ განიხილა განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ენერგო-ეფექტურობის საკითხები, საჭირო ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტები ამ მიზნების მისაღწევად, მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობა და სამოქალაქო საზოგადოების როლი ენერგო ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

მცირე ბიზნესის განვითარება აზერბაიჯანში
2010 წლის ბოლოს, ანტრეპრენიორობის განვითარების ფონდმა, აზერბაიჯანის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობით ჩაატარა კონფერენცია „მცირე ბიზნების განვითარება აზერბაიჯანში“ პარკ ინ სასტუმროში. კონფერენციას დაესწრო პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, უცხოეთის საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი ექსპერტები და მედია. ღონისძიება დააფინანსა საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრმა და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა აზერბაიჯანის ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით.

ეროვნულიპლატფორმის კონცეფცია
2010 წლის სექტემბრიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულმა კოორდინატორმა დაიწყო დისკუსიების გამართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებსა და აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის განვითარებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე.

მონაწილეთა შეხვედრაზე აზერბაიჯანის ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე, რომელიც შედგა 2010 წლის აგვისტოს გადაწყდა დისკუსიების დაწყება ეროვნულ დონეზე აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში და აზერბაიჯანის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ევროკავშირის დელეგაციასთან მოლაპარაკება აზერბაიჯანში სხვადასხვა დონეზე ხორციელდებოდა, მათ შორის დელეგაციის წარმომადგენლების მოწვევით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე, ასევე კონსულტაციებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ეფექტურობის უზრუნველყოფა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებთან დაკავშირებით.

ხაზარის უნივერსიტეტის რექტორთან გამართული დისკუსიების შემდეგ, ეროვნულმა კოორდინატორმა გადაწყვიტა ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გახსნა როგორც ხაზარის უნივერსიტეტის ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის. ცენტრი ახალგაზრდებსა და მკვლევარებს უზრუნველყოს თანამედროვე წიგნებით, გამოცემებითა და ევროკავშირის სხვა რესურსებით, ისევე როგორც კომპიუტერებითა და ინტერნეტ ხელმისაწვდომობით. აღნიშნულ ცენტრს, ნაწილობრივ ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, შეუძლია გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი აზერბაიჯანის მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის დემოკრატია, ეფექტური მმართველობა, გამჭვირვალე ეკონომიკა და სხვ. და დიდ წვლილს შეიტანს აზერბაიჯანის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში ნოემბერში

ეროვნულმა პლატფორმამ მიიღოს 126 აპლიკაცია აზერბაიჯანის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან და ამჟამად ამზადებს ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისათვის 2010 წლის ნოემბერში.