მარტი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
  
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














ბელარუსი

ბელორუსიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმა შეიკრიბა 2010 წლის ივლისში კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პრინციპები/სახელმძღვანელო გეგმა ბელორუსიისათვის.“

2010 წლის 5-6 ივლისს, ეროვნული პლატფორმი აღიარეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელოვან მექანიზმად. მისი მიზნებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გაერთიანება და კონსოლიდაცია ეროვნულ დონეზე,
  • ძირითადი სტრატეგიის შემუშავება ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეების ჩართვის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში (CSF)
  • მნიშვნელოვანი წინადადებების წამოყენება აღნიშნული ინიციატივის გასავითარებლად
  • რეკომენდაციის გაწევა ბელორუსიის ორგანიზაციებისათვის სამოქალაქო საზოგადოების მთავარ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 2010 წლის 18-19 ნოემბერს, ბერლინში.

ბელორუსია გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე პარტნიორი ქვეყანა სომხეთის შემდეგ, რომელმაც შეიმუშავა სათანადო ეროვნული პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

კონფერენციის მონახაზი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმძღვანელო პრინციპები/სამოქმედო გეგმა ბელორუსიისათვის

კონფერენცია სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმძღვანელო პრინციპები/სამოქმედო გეგმა ბელორუსიისათვის“ ფოკუსირებას ახდენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესის ყოველმხრივ შეფასებაზე, სამოქალაქო საზოგადოების ამჟამინდელ როლზე და მომავალ დანიშნულებაზე.

ულად ვილალჩიკმა, ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულმა კოორდინატორმა, ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის  მიღწეულ წარმატებას (რაც ევროკავშირის სტანდარტებით საკმაოდ სწრაფად განხორციელდა), აღმოსავლეთ პარტნიორობის ევოლუციასა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში. ამავე დროს, მან ყურადღება მიმართა სხვადასხვა გამოწვევებზე; კომუნიკაციის ნაკლებობა ბელორუსიის თანამდებობის პირებთან, არასაკმარისი საჯარო ცნობიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სტრუქტურების არაადეკვატური რესურსები. ვიაჩესლავ პაზდნიაკმა, ანალიტიკური ცენტრის „გაფართოებული ევროპის“ დირექტორმა, პლენარულ სესიაზე წარმოდგენილ ანგარიშში ხაზი გაუსვა, რომ „ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განხორციელებას ყველა სფეროში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჯერჯერობით ის მხოლოდ „შესაძლებლობების ფანჯარას წარმოადგენს.“ ეს „ფანჯარა“ გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც ჩარჩო სასურველი „მომავლისა“ და ამ მომავლის მიღწევის სტრატეგიების გასავითარებლად. როგორც 27 წევრი-სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვის პარტნიორი ქვეყნის საერთო გეოპოლიტიკური პროექტი, აღმოსავლეთ პარტნიორობა ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოებას სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას როგორც თვითრეალიზაციისათვის, ასევე ევროპული იდეალებისა და ფასეულობების რეალიზაციისათვის ბელორუსიაში.“

ანდრეი იაჯორაუმ, ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების უპირველესი მიზანია „დღის წესრიგებისა“ და „სამოქმედო გეგმების“ შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განვითარების მიზნით.

მისი აზრით, „თემატური პლატფორმებისათვის ასეთი „სამოქმედო გეგმების“ მომზადების ხელშესაწყობად, შეიძლება გამოყენებულ იქნას „კოორდინაციის ღია მეთოდი,“ რომელიც ეფექტური აღმოჩნდა ევროკავშირში. ეს მეთოდი შესაძლებლობას მოგვცემს გავზომოთ თითოეული ქვეყნის და მთლიანად რეგიონის ევროკავშირთან დაახლოების ხარისხი რბილი მმართველობის სტრატეგიის საშუალებით. რბილი მმართველობა დამოკიდებული იქნება არა სანქციებზე, არამედ რეგულარულ შეფასებებსა და მონიტორინგზე, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლასა და შეფასების შედეგების საჯარო წარმოადგენაზე.“

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოების მთავარ მიზნებზე და წარმოადგინეს ძირითადი პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული თემატური სფეროს საქმიანობისათვის. ეს პრიორიტეტები ემსახურებიან „სამოქმედო გეგმის“ მიზნებს, რომლებზე მუშაობა კონფერენციის შემდეგაც გაგრძელდება. დისკუსიამ დაასკვნა, რომ ბელორუსიის საზოგადოება ჯერ მხოლოდ ეუფლება იმ კომპეტეციებს, რომლებიც საჭიროა სამთავრობოთაშორისო დიალოგში თანაბარ დონეზე მონაწილეობის მისაღებად. ამავდროულად, „სამოქმედო გეგმაზე“ მუშაობა არის არა მხოლოდ აუცილებელი კომპონენტი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მოსამზადებლად ბერლინში, არამედ ასევე თავად სამოქალაქო საზოგადოების ზრდისა და განვითარების წამქეზებელი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არასრულად მიიჩნიეს ბელორუსიის საზოგადოების საქმიანობა და კონკრეტული ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში და გამოხატეს სურვილი წინადადებით მიემართათ ბელორუსიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო საკონსულტაციო საბჭოსათვის - ჩაერთოთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის საკითხი როგორც დღის წესრიგის სპეციალური პუნქტი საბჭოს ერთ-ერთ მოსალოდნელ შეხვედრაზე.

ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ნოემბერში

კონფერენციის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნომინაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ბერლინში 2010 წლის ნოემბერში. 32 ორგანიზაციისაგან შემდგარ რეკომენდირებულ სიას დაემარა 94 აპლიკაცია, რაც განხილული იქნება ევროპული კომისიის დელეგაციების რეკომენდაციებთან ერთად მომავალი ფორუმის მონაწილეების საბოლოო შერჩევის პროცესში.