აგვისტო 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
   
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














მოლდოვა

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოლდოვას მართავს ევროპული ინტეგრაციის ალიანსი, რომელიც ოთხი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისაგან შედგება - სახელდობრ, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, ლიბერალთა პარტია, ალიანსი „ჩვენი მოლდავეთი“ და დემოკრატიული პარტია. ერთად ეს ოთხი ორგანიზაცია მხარს უჭერს მოლდოვის თანდათანობით ინტეგრაციას ევროკავშირში უახლოეს მომავალში. შედეგად, ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ამჟამინდელი სამთავრობო პროგრამის ძირითად საფუძველს. ევროკავშირის ყველა ქვეყნის დედაქალაქი ღიაა თანამშრომლობისათვის მოლდოვის მიმართ და წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს, რაც უნდა აისახოს კონკრეტულ მიღწევებში. ამგვარად, აღმოსავლეთ პარტნიორობა მთავარი პრიორიტეტი გახდა ამჟამინდელი მოლდოვის მთავრობისათვის. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო მოლაპარაკებები ასოციაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლდოვასთან, რაც პოლიტიკურ კავშირსა და ეკონომიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

2010 წლის მაისის მონაცემებით, მოლდოვა გახდა ევროპული ენერგო თემის წევრი, რაც მოიცავს ელექტრო ენერგიის სისტემის ინტეგრაციას ევროკავშირის საარჩევნო ენერგო ქსელსა და ბაზარზე. უფრო მეტიც, ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა დემოკრატიის მხარდამჭერი 4 მილიონ ევროს ღირებულების პაკეტი, რომლის მიზანია პროექტების მხარდაჭრა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში. ევროპულმა კომისიამ ცხრა მრჩეველისაგან შემდგარი უმაღლესი დონის ჯგუფი გაგზავნა მოლდოვაში, რომლებიც მოლდოვის ხელისუფლებას დაეხმარებოდნენ სექტორის საკადრო პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში ევროკავშირის სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად. ევროპულმა კომისიამ და მოლდავეთის მთავრობამ ხელი მოაწერეს ყოველმხრივი ინსტიტუციონალური განვითარების შესახებ 41 მილიონი ევროს ღირებულების მემორანდუმს, რაც დაეხმარება მოლდავეთს ეროვნული ინსტიტუტების მომზადებაში მომავალი ასოციაციის შეთანხმების განსახორციელებლად. სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ზომები იქნა მიღებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებათა მიღების გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ წარმოდგენები მოლდავეთში

მოლდავეთის პოლიტიკურმა ელიტამ იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მოლდავეთს ნათელი წარმოდგენებით უზრუნველყოფს. ნაცვლად ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობამ მიზნად დაისახა ძნელად მისაღწევი მიზნების განხორციელება, პარტნიორობის თანამშრომლობის შეთანხმებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოების ფარგლებში. ასე რომ, ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტთა უმრავლესობა თანმხდება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ მარცხი განიცადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მთავარი სტრუქტურული სისუსტეების დაძლევის საქმეში.

მიუხედავად ამისა, წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებს სჯერათ, რომ ეს ახალი ინიციატივა მოიტანს ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პარტნიორობის ურთიერთობის გასაღრმავებლად, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარაციებს აკეთებენ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მზად არიან და შეუძლიათ აღასრულონ თავიანთი პოლიტიკური, ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო, ეკონომიკური და სოციალური ვალდებულებები, რათა ეს სურვილი კონკრეტულ მოქმედებებში გამოიხატოს. ამ კონტექსტში, ისინი მიანიშნებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ძალიან მნიშვნელოვან მიზანზე, როგორიცაა:

1. ახალ საკონტრაქტო ურთიერთობებზე მოლაპარაკება მოლდავეთთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ბელორუსიასთან ასოციაციის შეთანხმებების ფორმით, რაც დააახლოებს პოლიტიკურ კავშირებს ხელმომწერ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის;

2. პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროპის საერთო ბაზარზე ყოველმხრივი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბებით, რაც მოიცავს შიდა მარეგულირებელი სფეროს სავალდებულო ჰარმონიზაციას ევროკავშირის სავაჭრო სფეროსთან დაკავშირებულ რეგულაციებთან.

3. სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ დიალოგის დაწყება, რაც ხაზს გაუსვამს იმ პირობებს, რაც სავალდებულოა ხალხთა მიმოსვლის ხელშესაწყობად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის;

4. პარტნიორი ქვეყნების ენერგო დამოკიდებულების გაძლიერება ევროკავშირთან;

5. თანამედროვე და ეფექტური ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება;

6. ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გაზრდა

მოლდოვის სამთავრობო კავშირმა ევროპული ინტეგრაციისათვის სრულიად გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამჟამინდელი მოლდავეთის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობას თვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად ევროპული ინტეგრაციის სფეროში. შედეგად, სამთავრობოთაშორისო სამოქმედო პროგრამა ნათლად აყალიბებს, რომ მოლდავეთი მიიღებს საჭირო ზომებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად.

მოლდავეთის სამოქალაქო საზოგადოების პასუხი აღმოსავლეთ პარტნიორობას

ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი მნიშვნელოვნად განვითარდა და მიღებულ იქნა ზომები ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის გასავითარებლად. პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა მთავრობის ახალ მიდგომაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშესაწყობად. ევროპული ინტეგრაციის ალიანსის ახალი მიდგომა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტიზისა და ცოდნის კაპიტალიზაციას, ისევე როგორც საჯარო მხარდაჭერის უზრუნველყოფას სამთავრობო გადაწყვეტილებებისა და საკადრო პოლიტიკისადმი. ასე რომ, 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთნენ სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების შემუშავებაში, როგორიცაა: მოლდავეთის მთავრობის აქტიურობის პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია: თავისუფლება, დემოკრატია, კეთილდღეობა“; განვითარების სამოქმედო გეგმა „მოლდავეთის ახალი გზები,“ ეკონომიკური სტაბილიზაცია და აღდგენის პროგრამა 2009-2011 და სხვ.

ამავე დროს, მოლდავეთის მთავრობის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა გაძლიერდა დიალოგისა და კონსულტაციის მუდმივი პლატფორმის დაარსებით სახელწოდებით ეროვნული მონაწილეობის საბჭო (NPC), რომელიც შედგება სხვადასხვა სფეროში მომუშავე 30 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან. NPC-ის საქმიანობა ფოკუსირებულია ორ წამყვან საკითხზე: 1) გადაწყვეტილების მიღების ყველა სტადიაზე მონაწილეობა და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი - მონახაზები, მონიტორინგი და ეროვნული განვითარების საკადრო პოლიტიკის შეფასება; და 2) ინსტიტუციონალური ჩარჩოს შემუშავება ცენტრალური საჯარო ხელისუფლების დონეზე მონაწილეობის მისაღებად და კონსულტაციის გასამართად. NPC-ის თავმჯდომარეს უფლება აქვს დაესწროს მოლდავეთის მინისტრთა კაბინეტის ყველა შეხვედრას და გაახმიანოს საბჭოს პოზიცია სამთავრობო გადაწყვეტილებებისა და საკადრო პოლიტიკის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. მოლდავეთის მთავრობის თითოეულ შეხვედრამდე, NPC-ის წევრებს აცნობენ შეხვედრის დღის წესრიგის სამუშაო ვერსიასა და მისაღებ გადაწყვეტილებათა თაობაზე.

ამას გარდა, გადაწყვეტილებათა სამუშაო ვერსიები ეგზავნება საბჭოს პოტენციური სამართლებრივი და საკადრო პოლიტიკის ძალისხმევისათვის. პარალელურად, საბჭოს წევრები ერთვებიან სამთავრობო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოლდოვის მინისტრებისა და სააგენტოების კოლეგიუმში, რომლებიც შიდა მონიტორინგის ძირითად  ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენს ამ ინსტიტუტებისათვის. ამ გზით, მოლდავეთის ხელისუფლებამ გაზარდა სამთავრობო დაწესებულებების გამჭვირვალობის დონე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერა არასამთავრობო ორგანიზაციების „მოდარაჯე“ შესაძლებლობები. ეროვნული მონაწილეობის საბჭოს დაარსება შეესაბამება გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის კანონს, რომელიც 2008 წლის ბოლოს მიიღეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ახალი საშუალებებით უზრუნველყოფს იმ რეფორმებზე ზედამხედველობის განსახორციელებლად, რომლებიც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისათვის მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, რომ NPC ორგანიზაციების უმრავლესობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრებს წარმოადგენენ და ამვე დროს, NPC-ის თავმჯდომარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრია. შედეგად, საბჭო ასევე თამაშობს შუამავლის როლს მოლდოვის მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს შორის მოლდავეთის ინტერესების ადვოკატირებასა და მიზნების ხელშესაწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში.

ვიქტორ ჩირილია, ანგარიშის ავტორი, 2010

ავტორის შესახებ:

ვიქტორ ჩირილია არის მოლდავეთის უცხოური საკადრო პოლიტიკის გაერთიანების დირექტორი, ყოფილი მოლდავეთის დიპლომატი და ევროპული ინტეგრაციების საკითხების ექსპერტი. ჩირილია სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ბუქარესტის პოლიტიკური და ადმინისტრაციული კვლევების ეროვნულ სკოლაში და ედინბურგის ევროპული საჯარო პოლიტიკის უნივერსიტეტში. ვიქტორ ჩირილია მონაწილეობას იღებდა 2009 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში. მისი ორგანიზაცია შარჩიეს 2010 წლის ფორუმზე დასასწრებად.