ოქტომბერი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
     
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














საქართველო

მიმდინარეობს მზადება ქართული სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის დაარსებისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

2009 წლის 7 მაისს, ევროკავშირმა აამოქმედა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა - პარტნიორობის ახალი ფორმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანასთან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა. 2009 წლის ნოემბერში ევროკომისიამ წარმოადგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (CSF) შექმნის ინიციატივა. ფორუმი შედგება ევროკავშირის, ექვსი პარტნიოი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კონცეფციის განაცხადი, სადაც წარმოადგინა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ოთხი მთავარი მიზანი:

  1. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა აღმოსავლეთ პარტნირობის პროგრამაში;
  2. აღმოსავლეთ პარტნიორ ექვს ქვეყანას შორის თანამშრომლობა
  3. სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი მთავრობასთან
  4. თანამშრომლობა ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიზნების უკეთ მისაღწევად პარტნიორი ქვეყნის დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში ურჩევენ სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისათვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავდმჯდომარე, ქალბატონი თამარ ხიდაშელი შერჩეულ იქნა საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად სამოქალაქო საზოგადოების პირველ შეხვედრაზე ბრიუსელში 2009 წლის ნოემბერში.

მოსამზადებელი ღონისძიებები - 2010 წლის პირველ ნახევარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მოსამზადებელ კონსულტაციებში და გაეცნო აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას ეროვნული პლატფორმების შექმნასთან დაკავშირებით. ახლო კავშირები დამყარდა ბელორუსიისა და სომხეთის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან.

2009 წლის ზაფხულის დასაწყისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმი, რომელთაც სურვილი ჰქონდათ გამხდარიყვნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისათვის პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამავე დროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა კონცეფციის განაცხადის სამუშაო ვარიანტი საქართველოს ეროვნული პლატფორმისათვის.

სამუშაო ჯგუფი - იმისათვის, რომ პროცესი უფრო მონაწილეობითი გამხდარიყო, 2010 წლის 22 ივლისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიწვია სამოქალაქო საზოგადოების პირველი ფორუმის ყველა მონაწილე საქართველოდან ქართული ეროვნული ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოს დასაგეგმად. მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ პირველი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყველა ქართველი მონაწილე ეროვნულ ხელმძღვანელთან ერთად ჩამოაყალიბებს სამუშაო ჯგუფს, რომელსაც დაევალება საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი შეხვედრის მომზადება.

სამუშაო ჯგუფმა თავზე აიღო შემდეგი საქმიანობის განხორციელების პასუხისმგებლობა: ევროპული ინტეგრაციით დაინტერესებული საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მოწვევა საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად, შერჩევის კრიტერიუმის შემუშავება, საქართველოს ეროვნული პლატფორმისათვის კონფეციის განაცხადის სამუშაო ვერსიის შემუშავება, ეროვნული პლატფორმის პროცედურების წესების სამუშაო ვერსიის შემუშავება, რეკომენდაციების სამუშაო ვერსიის შემუშავება მეორე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისათვის, მიმართვის სამუშაო ვერსიის შემუშავება საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის დელეგაციისათვის საქართველოსა და ევროპის კომისიებში.

ეროვნული პლტფორმის კონცეფციის განაცხადის სამუშაო ვერსია - სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის განაცხადის სამუშაო ვერსია ხაზს უსვამს ეროვნული პლატფორმის მიზნებს და წარმოადგენს იმ საქმიანოებების სიას, რომლებიც პლატფორმამ უნდა განახორციელოს ამ მიზნების მისაღწევად. შეთანხმება იქნა მიღწეული იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული პლატფორმა დაიყოფა ოთხ სამუშაო ჯგუფაოთხი აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატური პლატფორმის მიხედვით. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც წარმართავს საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამუშაოს. საბჭო შედგება ოთხი სამუშაო ჯგუფის ოთხი სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ოთხი წარმომადგენლისაგან და ეროვნული კოორდინატორისაგან. საბჭო წარმოადგენს ეროვნულ პლატფორმას მესამე პირებთან. სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფუნქცია იქნება ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს საჯარო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაუმჯობესება, ძლიერი ქსელის შექმნა ევროკავშირზე დაფუძნებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და კომუნიკაციის ხელშეწყობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის ადგილობრივ დელეგაციასთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ეროვნული პალტფორმის საქმიანობისათვის.

მოწოდება ინტერესის გამოხატვისაკენ - მოწოდება ინტერესის გამოხატვისაკენ საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გასაწევრიანებლად აგვისტოს დასაწყისში გაკეთდა. ინტერესის წარსადგენად დათქმული ვადა თავდაპირველად 15 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა, მერე ვადამ 2010 წლის 10 ოქტომბრამდე გადაიწია. ორგანიზაციებს სთხოვეს შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა: ორგანიზაციის სახელი; რეგისტრაციის თარიღი; საკონტაქტო ინფორმაცია; ძირითადი საქმიანობა; პლატფორმის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების, მათ შორის ევროკომისიის პროექტებთან დაკავშირებული გამოცდილების მოკლე აღწერა; მოტივაცია საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრობისათვის.

ამ დროისათვის 70 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ წარმოადგინა თავისი აპლიკაცია. ორგანიზაციები განსხვავებულია და მოიცავს როგორც არასამთავრობო „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციის მქონე ორგანიზაციებს, ასევე კვლევით ორგანიზაციებსა და პროფკავშირებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან დარეგისტრირებულ საერთაშორისო ფონდებს.

იმისათვის, რომ პროცესი გახდეს უფრო ჩართული და მონაწილეობითი, სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა მოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც გამოხატა ინტერესი ჩართულიყო ქართული ეროვნული პლატფორმის შემუშავების პროცესში. ამას გარდა, შეთანხმება იქნა მიღწეული იმის შესახებ, რომ ეროვნული პლატფორმა იმუშავებს ღია კარის პრინციპით ანუ მასში მონაწილეობა არ იქნება შეზღუდული მხოლოდ იმ ორგანიზაციებით, რომლებმაც თავიანთი ინტერესი დასაწყისში გამოხატეს.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის ამოქმედება - ეროვნული პლატფორმა ამოქმედდება 2010 წლის 13 ნოემბერს, ბერლინის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეორე შეხვედრის გამართვამდე. გათვალისწინებული დღის წესრიგის მიხედვით, ეროვნული პლატფორმა შეიმუშავებს კონცეფციას, შეთანხმდება პროცედურის წესებზე მომავალი მოქმედებებისათვის, მათ შორის მმართველი კომიტეტის არჩევაზე; შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისათვის ბერლინში; მოამზადებს მიმართვას საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკომისიის მიმართ და შეთანხმდება სამომავლო სტრატეგიაზე.

ეროვნული პლატფორმის ამოქმედების ტექნიკურ მხარეს ფინანსურად უზრუნველყოფს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდი.