ივნისი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
  
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














სომხეთი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში სომხეთის ეროვნული პლატფორმის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

2009 წლის დეკემბერის თვეში ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი ნაწილის წარმომადგენლებს. საინიციატივო ჯგუფი ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სომხეთის ეროვნული პლატფორმის შექმნის პროცესში. საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა სამუშაო გეგმა და განავრცო სომხეთის ეროვნული პლატფორმის დამაარსებელი დოკუმენტები (რეგულაციები, შერჩევის პროცედურა, კონცეფცია და სხვ). საინიციატივო ჯგუფს სათავეში ედგა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული კოორდინატორი სომხეთში, ერევნის პრეს-კლუბის პერზიდენტი ბორის ნავასარდიანი. ერევნის პრეს-კლუბი გახდა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმთან დაკავშირებული პროცესების ხელმშემწყობი სომხეთში.

რეგულარული კომუნიკაციები & სემინარები

2010 წლის იანვრიდან, ერევნის პრეს-კლუბმა დაიწყო სპეციალური საკვირაო ელექტრონული წერილების დაგზავნა (სომხურ ენაზე) აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მოვლენებზე. წერილები დაეგზავნა 700-ზე მეტ მომხმარებელს. 2010 წლის მარტში, გადაითარგმნა და გამოქვეყნდა წიგნი სახელწოდებით „დოკუმენტების კრებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შესახებ“. ერევნის პრეს-კლუბი ასევე ორგანიზებას უკეთებდა მედიასთან რეგულარულ ბრიფინგებს განვითარებულ მოვლენებზე. ზემოაღნიშნული წიგნი ასეთ ბრიფინგზე პირველად 31 მარტს წარადგინეს. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით, „ერევნისა“ და „იერკირ მედიის“ სატელევიზიო კომპანიებში ოთხი თოქშოუ აჩვენეს (ბოლო შოუ ასევე აჩვენებს სომხეთის რეგიონებში „ჰამასფიერის“ ქსელის საშუალებით).

2010 წლის მარტიდან ნოემბრამდე, ერევნის პრეს-კლუბმა განახორციელა ბეჭდვითი მედიის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგები, სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა სომხეთის რეგიონებში მედია პროფესიონალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ორ სემინარზე. პირველი სემინარი ჩატარდა გუიმრიში 28-30 მაისს, მეორე კაპანში - 13-15 ოქტომბერს.

მეორე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა რეგიონალურ დონეზე. 2-3 სექტემებრს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე თბილისში სახელწოდებით „დემოკრატიის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით,“ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების განხორციელების შესაძლო მონიტორინგის მეთოდოლოგია. შეხვედრას დაესწრნენ ექსპერტები ბელორუსიიდან და პოლონეთიდან. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა ერევნის პრეს-კლუბი და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთკავკასიური ოფისი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სომხეთის ეროვნულ პლატფორმაში გაწევრიანება

განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სომხეთის ეროვნულ პლატფორმაში გაწევრიანების შესახებ გავრცელდა 2010 წლის აპრილში. ამას მოჰყვა აპლიკაციების წარდგენა და აპლიკანტების კლასიფიკაცია. პლატფორმის დამფუძნებელი შეხვედრა, რომელზეც 145 აპლიკანტი სამთავრობო ორგანიზაცია იქნა მოწვეული გაიმართა 7 ივნისს ერევანში კონგრესის სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრას დაესწრო სომხეთის ეროვნული პლატფორმის  145 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციიდან 138.

დამფუძნებელმა შეხვედრამ დაამტკიცა ეროვნული პლატფორმის რეგულაციები, ჩამოაყალიბა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სომხეთის ეროვნული პლატფორმის ოთხი სამუშაო ჯგუფი და აირჩია სომხეთი ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭო. 50 კანდიდატიდან 20 აირჩა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სომხეთის ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრებად. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით. რეგულაციების მიხედვით, რომელიც დამფუძნებელმა შეხვედრამ შეიმუშავა, ბორის ნავასარდიანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის სომხეთის ეროვნული კოორდინატორი ასევე გახდა სომხეთის ეროვნული პლატფორმის მაკოორდინირებელი საბჭოს თავმჯდომარე.

სომხეთის ეროვნული პლატფორმის დამაარსებელ შეხვედრას ასევე დაესწრნენ მისი აღმატებულება ბატონი რაულ ლუცენბერგი, სომხეთში ევროპული კომისიის დელეგაციის თავმჯდომარე, მისი აღმატეულება ბატონი ჰანს-ლოხენ-შმიდტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი სომხეთში, მატიას იობელიუსი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი, ნაირა ზორაბიანი, ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ: მისი აღმატებულება ჩარლზ ლონსდალი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი სომხეთში, მისი აღმატებულება ბატონი კრინა პრუნარიუ, რუმინეთის ელჩი სომხეთში, მისი აღმატებულება ბატონი გიედრიუს აპუოკასი, ლიტვის ელჩი სომხეთში, სილვია ზეჰე, ეუთოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში, ანდრეი დიდენკო, სამხრეთ კავკასიაში ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩეველი, კარელ ჰოფსტრა, ეუთოს თავმჯდომარის მოადგილე ერევანში, ჯეიმს მაკბეზ ფორბსი, „გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის“ დირექტორი, სომხეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვები.

შერჩევის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ნოემბერში

ივლისში გავრცელდა განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეორე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიმართვის გაკეთების შესახებ სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის. 63-მა ორგანიზაციამ გამოხატა სურვილი ფორუმში მონაწილეობის მისაღებად და 25 შეირჩა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის მიერ. შერჩევის პროცესმა კონფლიქტი გამოიწვია სომხეთის ეროვნული პლატფორმის მაკოორდინირებელ საბჭოში. მმართველი კომიტეტის ზოგიერთმა წევრმა უკმაყოფილება გამოხატა შერჩევის შედეგებზე. შედეგად, 13 აგვისტოს, ბორის ნავასარდიანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სომხეთის ეროვნული კოორნიდატორი თანამდებობიდან გადადგა.

27 აგვისტოს, ლევონ ბარსეგიანმა, გიუმრის „ასპარეზის“ ჟურნალისტთა კლუბის თავმჯდომარემაც დატოვა ეროვნული პლატფორმის მაკოორდინირებელი საბჭო. მან გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის ეროვნული პლატფორმისა და მაკოორდინირებელი საბჭოს საქმიანობებთან დაკავშირებული იმედგაცრუების, კერძოდ ბერლინის შეხვედრისათვის მონაწილეების შერჩევასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის გამო. მოგვიანებით, საკოორდინაციო საბჭოს კიდევ 9 წევრი გადადგა თანამდებობიდან.

8 სექტემბერს ერევანში, ბორის ნავასარდიანისა და კარინ დანიელიანის, „მდგრადი ადამიანური განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარისა და სომხეთის ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრის შეხვედრა შედგა.

ბრიფინგი მიეძღვნა მონაწილეთა შერჩევის შედეგებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეორე ნაწილისათვის. ნავასარდიანმა დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება საკოორინაციო საბჭოს წევრობიდან გადადგომის შესახებ. მან გადაწყვეტილება ახსნა საკოორდინაციო საბჭოს ზოგიერთი წევრის გამომწვევი დამოკიდებულებით შერჩევის პროცესის მიმართ.

ამავე დროს, ნავასარდიანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს თავისი მოვალეობების შესრულებას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული კოორდინატორი და მმართველი კომიტეტის წევრი, რათა სრულყოფილად მოემზადოს ბერლინის შეხვედრისათვის და უზრუნველყოს სომეხი დელეგატების ყოველმხრივი და ეფექტური მონაწილეობა შეხვედრებში.  ამ მხრივ, მან გამოხატა მზადყოფნა კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის საკოორდინაციო საბჭოსთან.

თუმცა, 16 სექტემბერს, სომხეთი ერვონული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭომ გამართა სომხეთის ეროვნული პლატფორმის საგანგებო შეხვედრა, სადაც უნდობლობა გამოუცხადეს ბორის ნავასარდიანს, როგორც ეროვნულ კოორდინატორს. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ბორის ნავასარდიანის განცხადება, რომელშიც მან განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იყო უსაფუძვლო და არალეგიტიმური. აღნიშნული პოზიცია გაიზიარა პლატფორმის საინიციატივო ჯგუფის უმრავლესობამ (სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პირველი ნაწილების დელეგატებმა) და ეროვნული პლატფორმის წევრთა ჯგუფმა.

რეკომენდაციები

26 ოქტომბერს, სომხეთის ეროვნული პლატფორმის 26-მა წევრმა შემდეგი რეკომენდაციები წარმოადგინა:

  1. საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი და მეორე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმების სომეხ დელეგატებს გააერთიანებს, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ეროვნული პლატფორმის სამუშაოს ორგანიზაციაში, მათ შორის მოსალოდნელ რეგულარულ შეხვედრებში
  2. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სომხეთის ეროვნული პლატფორმის მეორე შეხვედრის მოწვევა 7-10 დეკემბერს, ეროვნული პლატფორმის რეგულაციების მიხედვით
  3. ეროვნული პლატფორმის ახალი წევრების შერჩევა ჩვეულებრივი სესიის შემდეგ - ზემოაღნიშნული რეგულაციების თანახმად.

 პასუხად, ვიქტორ იენგიბარიანმა, ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ, იმისათვის, რომ დაძლიონ კრიტიკული სიტუაცია, ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა დროებით გადადოს პლატფორმის ახალი წევრების შერჩევა და ჩაატაროს პლატფომის შემდეგი შეხვედრა სატანადო რეგულაციით გათვალისწინებული წესებით.

ასე რომ, სომხეთის ეროვნული პლატფორმაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები იმედს გვაძლევს, რომ სომხეთის ეროვნული პლატფორმა დაუბრუნდება საქმიანობის კონსტრუქციულ რუტინას.