მარტი 2017
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
  
ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა
 სიახლეების გამოწერა
დონორები


ბმულები














უკრაინა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. განხილვის საგანს წარმოადგენს პლატფორმის სტრუქტურა.

ამ მომენტისათვის, ქვეყანაში არსებული პრო-ევროული პლატფორმები და ჯგუფები განიხილავენ გზებს, რომელთა საშუალებითაც მოახდენენ თავიანთი სამუშაოს განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი თემატური პლატფორმის საქმიანობის გათვალისწინებითა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის როლის აღსრულებით.

2010 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის უკრაინელმა წევრებმა ფოკუსირება მოახდინეს ოთხივე სამუშაო ჯგუფის პრაქტიკულ საქმიანობაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ. მათი საქმიანობის ძირითადი სფეროები იყო:

  • კვლევები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და უვიზო რეჟიმის ხელშეწყობა
  • ენერგო უსაფრთხოება და ეფექტურობა
  • გარემო
  • საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრებმა ინიციატივა გაუკეთეს სტაჟირების პროგრამას უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბელორუსიის არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისათვის. 20-მა ლიდერმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და 2-3 კვირა გაატარა სხვა ქვეყნების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ პარტნიორებთან, შეისწავლა მათი გამოცდილება და დაგეგმა მომავალი ერთობლივი საქმიანობა.

უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ევროკავშირი-უკრაინის ასოციაციის შეთანხმების დღის წესრიგის საჯარო მონიტორინგის პროექტი. ასოციაციის დღის წესრიგის პროგრესის შესახებ დაიწერა ორი ანგარიში.